პრემიერი: დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი – ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია …

დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 60%-ია ჩვენი რეიტინგი – ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, ჩვენს გამარჯვებას ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები შერწყმას ცდილობენ, რადგან „მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რამენაირად [საარჩევნო] ბარიერი გადალახონ“.

„რეალური მოცემულობა დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ასეთი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას – ეს ლოგიკურია. მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რამენაირად ბარიერი გადალახონ. ამ პროცესში არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში. ეს მათი უპრინციპობის გამოვლინებაა. ეს მათი საქმეა. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენთვის მთავარია, რომ დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი. ასეთ ვითარებაში როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, ჩვენს გამარჯვებას ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: როგორც გავიგე მათი ორგანიზაციის მიზნებიდან, ამ ძვირფას “თამადა” კაცებს არ აკმაყოფილებთ კულტურის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და მეტიც, ქართული ეკლესიის მუშაობა, რადგან…

“ჯერ სამარეში არ გაციებულა დედა-შვილი, თქვენი შვილები უნდა ამღეროთ და ტაშ-ფანდურა გამართოთ? გორის მერს კოტე ბუზალაძეს სინდისი რომ ჰქონდეს, უნდა გადამდგარიყო, სწორედ მისი უთავბოლობით მოხდა ეს უბედურება!…”