იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ – თინა ბოკუჩავა

ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს და იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავამ ისაუბრა საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ეზრა ზეიას მიერ გაკეთებულ განცხადების შესახებ.
„ეზრა ზეია, რომელსაც ჩვენ გუშინ შევხვდით არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე კონკრეტულად დემოკრატიის მიმართულებით და ბუნებრივია, მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ძირს უთხრის დემოკრატიას, რამაც გამოიწვია ცვლილება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დამატებითი ფინანსური დახმარება, გაღრმავებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ნაცვლად ამისა, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს, აშშ იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან