ავსტრალიის პრემიერი – რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს

რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, – ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესმა განაცხადა.
„რუსეთს შეუძლია ეს გზავნილი მიიღოს: უკან დაიხიეთ. აქაც და მთელ მსოფლიოში ჯაშუშობითაა დაკავებული“, – განაცხადა ენტონი ალბანესმა.
ცნობისთვის, გუშინ, ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქეობის მქონე წყვილი დააკავა, რომლებიც ავსტრალიის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მასალებზე წვდომის მოპოვებას ცდილობდნენ.
წყვილის დაკავებას ავსტრალიაში რუსეთის საელჩო გამოეხმაურა და საელჩოში განაცხადეს, რომ დაკავების მიზანს ანტირუსული პარანოიის ახალი ტალღის გაღვივებით მმართველი „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკის მრავალი წარუმატებლობისგან ავსტრალიელების ყურადღების გადატანა წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება