ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პარლამენტის წევრი ისა კარამანი ხელმძღვანელობს – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და გამოწვევებს, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და შედეგებს.
ხაზი გაესვა საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების და მხარდაჭერის მნიშვნელობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.