გიორგი ტყემალაძე – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა 48 მილიონი ლარით იზრდება

თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა 48 მილიონი ლარით გაიზრდება , – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა.
„დღეს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა გაიზრდება 48 მილიონი ლარით“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
გიორგი ტყემალაძის განმარტებით, სახსრები ძირითადად გადანაწილდება ქალაქ თბილისის მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მიერ განსახორციელებელ კეთილმოწყობის სამუშაოებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დასაფინანსებლად.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა თბილისის ბიუჯეტის ასეთი ზრდა და ქალაქის საჭიროებებზე მიმართვა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ