აშშ მოუწოდებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ — სახელმწიფო მდივნის მოადგილე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აზრა ზეია ს თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გამოხატა მხარდაჭერა სამოქალაქოს საზოგადოების, მედიისა და ქართველი ხალხის მიმართ.
„კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების და იმ საქმიანობის მიმართ, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებთ, ანუ დემოკრატიის და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა. მათი პოზიცია, რომ ყველანაირად ეცდებიან, მხარი დაუჭირონ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ყველა იმ აქტორს, რომელიც ამისთვის იბრძვის“, — განაცხადა, თავის მხრივ, ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აზრა ზეია ასევე ხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ონლაინ მედიის წარმომადგენლებს.
გუშინ მან შეხვედრები გამარტა საქართველოს პრეზიდენტთან, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენელ ქალებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან.
Fruitful discussion with women leaders from 🇬🇪 opposition parties. Respect for political pluralism is integral to democracy and 🇺🇸 urges free and fair parliamentary elections in compliance with OSCE standards. pic.twitter.com/LE3N6tYch4 — Under Secretary Uzra Zeya (@UnderSecStateJ) July 11, 2024
მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ, ეუთოს სტანდარტების შესაბამისად“, — დაწერა აზრა ზეიამ X-ზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ წერს, რომ მათ დემოკრატიული ნორმების და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ქმედებებმა შეაფერხა პროგრესი ამ მიზნისკენ. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაცია“, — თქვა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი თბილისში 9 ივლისს დაიწყო. საქართველოდან ის სომხეთში მიემგზავრება.