ფოთისა და მცხეთის საკრებულოებში ენმ-ს ფრაქციის წევრები ხაბეიშვილს მოუწოდებენ გადადგეს

ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებისკენ კიდევ ორი ქალაქის – მცხეთისა და ს საკრებულოების ფრაქციის წევრები მოუწოდებენ.
ენმ-ს ფოთის საკრებულოს ფრაქცია წერს, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში პარტიის ერთობა შეუძლებელია, რასაც ამტკიცებს მენეჯმენტის ქმედებები ბოლო 10 თვის განმავლობაში. განცხადებას ფოთის საკრებულოს ენმ-ს ფრაქციის 11 წევრიდან ხელს 5 წევრი აწერს – ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, ჟანა ჩაჩავა, პაატა ჩაგანავა, მარიამ უჩანეიშვილი და მიშა ფირცხალავა.
ენმ-ს მცხეთის საკრებულოს ფრაქციაც იმავე შინაარსის განცხადებას აქვეყნებს, სადაც პარტიაში გაჩენილ კრიზისულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას დღევანდელ მენეჯმენტს აკისრებს. განცხადებას ფრაქციის 7 წევრიდან 4 აწერს ხელს.
“ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების ( ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- ს განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად, მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და ქართული ოცნების ნარჩენებით პარტიის გავსება, რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია.
იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები, რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ, მოვითხოვთ, ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადაგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს, რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას”. – წერია განცხადებაში.
მსგავსი განცხადება ენმ-ს ახალციხის საკრებულოს ფრაქციის ყოფილმა წევრებმაც გამოაქვეყნეს, სადაც თავმჯდომარისა და მენეჯმენტის კონფრონტაციული მიდგომები, პრობლემების იგნორირება და დესტრუციული ქმედები დაასახელეს იმ მიზეზად, რის გამოც სრული შემადგენლობით დატოვა ფრაქცია და მათი თქმით, მხოლოდ პარტიაში ირიცხებიან.
“დავრჩით პარტიის წევრებად, იმიტომ, რომ გვჯერა ერთობა შესაძლებელია, თავმჯდომარის მიერ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებითა და გადადგომით, გაჩნდება შანსი მივიდეთ ერთობამდე”. – ნათქვამია განცხდებაში, რომელსაც ხელს აწერენ: დავით ახალკაცი, ქეთევან ბარძიმაძე, კობა სანდროშვილი, ნატო დარბაიძე, იოსებ დემეტრაძე და ბესიკ ოქრომელი.
თავდაპირველად, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ ენმ-ს წევრმა, მ მოუწოდა და თქვა, რომ 2024 წელს პოლიტსაბჭომ უნდა წარმართოს პარტიის საქმიანობა.
ამის შემდეგ, ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებისკენ ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციამაც მოუწოდა. მოთხოვნას მალევე ხობისა და ჭიათურის საკრებულოებში ენმ-ს ფრაქციებიც შეუერთდნენ. მოგვიანებით კი, ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვეს ქუთაისის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის 7 წევრმა და ამბროლაურის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ, თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქციის ერთმა წევრმა.
განცხადებებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გამოეხმაურა და თქვა, რომ ენმ-ში ჩატარდება გათვალისწინებული ვადით – 2025 წელს და “მელიას შტაბს” მოუწოდებს, შეწყვიტოს “აღვირახსნილი კამპანია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ”.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის “ფლანგებს” შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-მ დაწერა, რომ პარტიას აღარ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია. მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ის დატოვებაზე ნიკა მელიას საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, პარტიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება თავად მელიამ მიიღო.
“მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის “არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია – ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას” – წერს ენმ.
პარტიამდე იგივე განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა TV ფორმულას ეთერში გააკეთა. მისი მტკიცებით, ნიკა მელია “არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით”. Მისივე თქმით, “მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი”.
რამდენიმე კვირის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს და მხარდამჭერს შესთავაზა, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე შეემუშავებინათ მანიფესტი, რომელსაც ერთობლივად მოაწერდნენ ხელს. მისი თქმით, მანიფესტში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ყოფილიყო პარტიული ერთიანობის შეთანხმებაც.
“თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ მომავალზე სრულად კონცენტრირებას. ეს მანიფესტი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის და განახლების უნარის პრეზენტაცია” – წერდა სააკაშვილი.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პარტიის პრინციპებთან, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიასთან ერთად, “მანიფესტი პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად”.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ე,წ ნიკა მელიას ფლანგს მანიფესტისთვის ხელი არ მოუწერია. ბაჩო დოლიძის თქმით, ინდივიდუალურად გადაწყვეტდნენ, ვინ მოაწერდა ხელს “ერთიანობის დოკუმენტს” და ვინ არა. Მისივე შეფასებით, მანიფესტი არ ასახავს არსებულ რეალობას”
“ვინც არ მოაწერს ხელს, როგორ ფიქრობთ, ამდენი ადამიანი იქნება გარიცხული პარტიიდან? აქ ხომ ათი ათასობით ადამიანზეა საუბარი?” – თქვა დოლიძემ.
მანიფესტის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე ექსპრეზიდენტი ამბობდა, რომ ენმ-ის არჩეული პოლიტსაბჭო ლეგიტიმურია, “მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების გაშვება”. სააკაშვილმა მათ მოუწოდა, დაბრუნებულიყვნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით.
“ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი” – თქვა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ენმ-ის თავმჯდომარე გახდა, პარტიის წევრების ნაწილი პოლიტსაბჭოდან ჩახსნეს და არც ახალ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს. მათ შორის, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ენმ-ის რამდენიმე წევრმა კი, ახალი პოლიტსაბჭო თავად დატოვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის “ლეგიტიმურობაზე” მიხეილ სააკაშვილი იქამდეც საუბრობდა და “კატეგორიულად ვერ იზიარებდა ზოგიერთ მოსაზრებას”, რომ ლევან ხაბეიშვილს, პეტრე ცისკარიშვილს და პარტიის პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობა აქვს.
ამასთან, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სადაც დისტანციურად ჩაერთო, თქვა, რომ “პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ”.
სააკაშვილის განცხადებას ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ იმავე დღეს უპასუხა და დაწერა, რომ “თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ”.