ზესტაფონსა და სამტრედიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა

ზესტაფონსა და სამტრედიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მედიაციის სივრცეები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა საჭიროებას. კერძოდ, მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სივრცეებში ასევე იფუნქციონირებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზა, სადაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები იუსტიციის სისტემაში დასაქმებული თანამშრომლები ადგილზე შეძლებენ სხვადასხვა სატრენინგო მომსახურების მიღებას. მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქში, სენაკში, ბათუმში, გორში, საჩხერეში, ხობში, დედოფლისწყაროში, დმანისში და დღეიდან, უკვე ზესტაფონსა და სამტრედიაში მოქმედებს.
ახალი სივრცეები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ გახსნეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას