17 ივლისს ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოების განხორციელების გამო, აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება

17 ივლისს ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოების განხორციელების გამო, აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
„შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით მ/წ 17 ივლისის 09:00 საათიდან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დაბა სტეფანწმინდის, სიონის, ცდოს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს და ასევე შპს „სასტუმრო ყაზბეგს“. კერძოდ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: დაბა სტეფანწმინდა, გერგეთი, აჩხოტი, სნო, ახალციხე, კარკუჩა, ქოსელი, ჯუთა, ფანშეტი, არშასა და სოფელ გარბანს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც