პარლამენტი 18-19 ივლისს რიგგარეშე სესიის მოწვევას გეგმავს

საქართველოს პარლამენტი მომავალი კვირიდან იწყებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საკომიტეტო განხილვას.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით იქნება მიღებული რიგგარეშე სხდომაზე, რომლის მოწვევაც 18-19 ივლისს იგეგმება. მეორე და მესამე მოსმენით კი კანონპროექტს საშემოდგომო სესიაზე უყრიან კენჭს. პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიით მსჯავრდადებულთა დაახლოებით 10%-მდე გათავისუფლდება, ხოლო საერთო ჯამში, სხვადასხვა სახით ის შეეხება პატიმრების ერთ მესამედს (სასჯელი შეუმცირდებათ 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). გარდა ამისა, პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს.
რიგგარეშე სესიაზე პარლამენტი აპირებს კენჭისყრის გამართვას საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული გენერალური პროკურორობის კანდიდატის, გიორგი გაბიტაშვილის არჩევის საკითხზე.
28 ივნისს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა გაიმართა. საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი