„ამნისტიის შესახებ“ აქტი საკმაოდ დაბალანსებულია – მიზანია, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა ერთი მესამედით შემცირდეს, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამნისტია დაუყოვნებლივი გათავისუფლების სახით პატიმართა დაახლოებით 10%-ს შეეხება.
„საერთო ჯამში, ამნისტია პატიმრების ერთ მესამედს სხვადასხვა სახით შეეხება. იცით რომ გათვალისწინებულია სხვადასხვა ფორმა – არის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, განახევრება, ერთ მეოთხედით შემცირება, ერთი მეექვსედით შემცირება. ჯამში, 300-მდე მუხლს ეხება.
„ამნისტიის შესახებ“ პროექტი პარლამენტის ბიუროს 15 ივლისს სხდომაზე წარედგინება და მას პარლამენტი პირველი მოსმენით რიგგარეშე სესიაზე მიიღებს.