ხობის კულტურის სასახლეში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლის განმავლობაში საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლების მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლის განმავლობაში საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლების მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პედაგოგების და აღსაზრდელების მონაწილეობით მუნიციპალიტეტის ბაღებში განხორციელებული პროექტები მოიცავდა: გარემოს დაცვასთან, სახანძრო უსაფრთხოებასთან, ცხოველთა და ფრინველთა დაცვის აუცილებლობასთან, მუსიკალური საკრავების და საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სააღმზრდელო-საგანმანათლებლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ ორგანიზებით ჩატარდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ