რუსეთის საავიაციო იერიშების შედეგად ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა

რუსული მხარის მიერ განხორციელებული საავიაციო იერიშების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა ფრონტის ხაზის მახლობლად ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში. ცნობები ამის შესახებ უკრაინის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა.
სამი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე რვა დაშავდა ხარკოვის ოლქის სოფელ ბელი კოლოდეზში, რომელიც ვოვჩანსკის მახლობლად მდებარეობს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ს ჯარებმა სოფელზე მართვადი ბომბი „კაბ-500“ ჩამოაგდეს.

დღესვე, დონეცკის რაიონში, ქალაქ მირნოგრადში, დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 15 წლის მოზარდი. ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა. დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. უკრაინის მიერ კონტროლირებადი რეგიონის სხვა დასახლებებში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.

დაჭრილების შესახებ ხერსონისა და სუმის რეგიონების ხელისუფლებაც იუწყება. სტანისლავში, ხერსონის რეგიონში, სავარაუდოდ, საავიაციო ბომბი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პუნქტს მოხვდა, ორი მოხალისე დაშავდა.
თავის მხრივ რუსეთის ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლებამ დღეს ს დაადანაშაულა ქალაქ შებეკინოს დაბომბვაში, სადაც უკრაინული უპილოტო თვითმფრინავიდან ნასროლი ბომბი საცხოვრებელი კორპუსს ეზოში აფეთქდა. ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელის ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, აფეთქების შედეგად დაშავდა ხუთი ბავშვი, რომლებიც სათამაშო მოედანზე იმყოფებოდნენ. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. საერთო ჯამში, ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლება აცხადებს, რომ 11 ივლისს დღის განმავლობაში დაბომბვის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.
ბოლო ხანს ფრონტის ორივე მხარეს გახშირდა საავიაციო და სარაკეტო იერიშები, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი ახლავს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა