თვალწინ მიტრიალებს ძეგვის ბირჟა, სადაც ჩვენი ცვილის ფიგურები ამომრჩეველთან შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ლგბტ-უფლებების მამოძრავებელ ფაქტორზე საუბრებენ

თვალწინ მიტრიალებს ძეგვის ბირჟა, სადაც ჩვენი ცვილის ფიგურები ამომრჩეველთან შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ლგბტ-უფლებების მამოძრავებელ ფაქტორზე საუბრებენ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უზრა ზეიას განცხადებას „ლგბტ უფლებები და ეროვნული უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმიანება.
მისი თმით, რადიკალურმა ოპოზიციამ უზრა ზეიას საქართველოში ჩამოსვლამდე სთხოვა, ისეთი საარჩევნო სლოგანი ჩამოეტანა მათთვის, რომელიც მათ ბარიერის გადალახვაში დაეხმარებოდა.
ასეთი სლოგანი კი „ლგბტ უფლებები და ეროვნული უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული“ აღმოჩნდა.
„ერთი-ორი მსგავსი განცხადება საქართველოში და მოქმედი ხელისუფლების რეიტინგს ოლენა ზელენსკაიას ახალი მანქანითაც ვერ დაეწევიან. ჩავუსხდეთ ახლა და ამ ქალბატონის მესიჯების გაპიარებას დაველოდოთ მისი აგენტების მიერ თავის საარჩევნო კამპანიაში. თვალწინ მიტრიალებს ძეგვის ბირჟა, სადაც ჩვენი ცვილის ფიგურები ამომრჩეველთან შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ლგბტ-უფლებების მამოძრავებელ ფაქტორზე საუბრებენ. ხოლო ქვეყნის ინტერესების მიზნით, “კოჭლაანთ ვეფხოს” ორიენტაციის შეცვლისაკენ, ხოლო “მთვარისა ბაბოს” – სქესის შეცვლის შესაძლებლობისაკენ უბიძგებენ. ამ ქალს წელიწადში ალბათ შვიდნიშნა ხელფასი აქვს, რომელსაც იმისთვის უხდიან, რომ უშგულში – ლგბტ-ს აბრევიატურიდან მოსახლეობას “გ”-ს პროპაგანდა, ხოლო მარნეულში – “ლ”-ს პროპაგანდა აწარმოოს. ამიტომ ვერ იძებნებიან მსოფლიოს IQ რეიტინგებში და ამიტომაც ცოცავენ ჩვენს პოლიტიკურ ფსკერზე მათ მიერ გამოზრდილი “პოლიტიკოსები”. რამე საარჩევნო სლოგანი ჩამოგვიტანეო, სთხოვეს, ბარიერი მაინც გადავლახოთო და ამან – “ეროვნულ უსაფრთხოებაში ლგბტ-ს როლის გაძლიერებას მიაწექითო,” – წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: ნატოს კომუნიკეში ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია – საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის – ალიანსისთვის მნიშვნელოვანია

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა