ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა

ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, ომი, რა თქმა უნდა, დასრულდება, მაგრამ როგორ? უკრაინის კაპიტულაციით. კიევში მარიონეტული ხელისუფლებით, იმით, რომ უკრაინელ ხალხს აგრესორი დაამარცხებს. არის ეს ის გზა, რომლითაც ჩვენ ომის დასრულება გვსურს? – არა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, იმისთვის რომ ომი ასეთი სცენარით არ დასრულდეს, ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის პოზიციას წარმოადგენს.
„ამ პოზიციას მთლიანად ევროკავშირი უჭერს მხარს. ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს