გიგი წერეთელი – პრაქტიკულად ბოლო გაფრთხილებებია ხელისუფლებისთვის, რომ ხელი აიღოს პოლიტიკაზე, რომელსაც აწარმოებს

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში, გვაჩვენებს, თუ რამდენად დიდია ჩვენს პარტნიორებში იმ საგანგებო ვითარების შეგრძნება, რომელიც ხელისუფლების ქმედებებმა წინასაარჩევნოდ შექმნა , – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
გიგი წერეთელი შესაბამისი განცხადებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეიას საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
გიგი წერეთლის თქმით, „ამ მძიმე ვითარებამდე სწორედ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურმა კამპანიამ და ნაბიჯებმა მიგვიყვანა.
„იმედი მაქვს, რომ სწორედ იმგვარი კომუნიკაცია შედგება, რაც ახლა არის საჭირო.
ეს არის პრაქტიკულად ბოლო გაფრთხილებები ხელისუფლებისთვის, რომ მან ხელი აიღოს პოლიტიკაზე, რომელსაც აწარმოებს, რათა საერთოდ არ გაქრეს საქართველოსთვის ევროატლანტიკური გზა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ