თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა

თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა.
კონკურსზე წარმოდგენილი იყო 27 ნამუშევარი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი არათუ ჰგავდა, არამედ პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც დაუშვებელია ქალაქის სიმბოლიკისათვის.
წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხოლოდ ამა თუ იმ იდეის ვარიანტულ სხვადასხვაობას წარმოადგენდა. რიგ შემთხვევებში კი, არ იყო დაცული კავშირი გერბსა და დროშას შორის, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი პირველიდან უნდა მომდინარეობდეს.
გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტების ნაწილი არ ასოცირდებოდა თბილისთან, მის თვალსაჩინოებებთან ან ისტორიასთან, ხოლო ის ნიმუშები, რომლებიც ამგვარ იდეებს გამოხატავდა, დაწუნებული იქნა მხატვრული შესრულების კუთხით ან ჰერალდიკური გამოსახვის წესების დარღვევის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში