კანადა უკრაინის დასახმარებლად 360 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ პაკეტს გამოყოფს

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა. პაკეტის ჯამური მოცულობა 360 მილიონ დოლარზე მეტია.
ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე უკრაინაზე მასირებული თავდასხმა და ბავშვთა კლინიკის დაბომბვა განიხილეს. ტრუდოს თქმით, კანადა მზად არის დაშავებულებს და დაზარალებულებს ნებისმიერი სამედიცინო დახმარება გაუწიოს.
“ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის მოსმენა. მადლობა თქვენ დახმარებისთვის, დამატებითი დახმარების პაკეტისთვის. ეს ჩვენს გმირებს ბრძოლის ველზე მეტ ძალას მისცემს”, – თქვა ზელენსკიმ ტრუდოსთან შეხვედრაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს