განათლების მინისტრს – სკოლის დირექტორები, მათი მოადგილეები და მასწავლებლები განიცდიან დიდ ზეწოლას – სასკოლო სისტემა და განათლება არის პოლიტიზებული

სკოლის დირექტორები, მათი მოადგილეები და მასწავლებლები განიცდიან დიდ ზეწოლას. სასკოლო სისტემა და განათლება არის პოლიტიზებული, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, როდესაც პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მიმართა.
რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მათ არჩევნების გაყალბებისთვის იყენებს.
„საუბნო საარჩევნო კომისიებში არ უნდა მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორები, მათი მოადგილეები და მასწავლებლები, ვინაიდან ეს ადამიანები განიცდიან დიდ ზეწოლას. სასკოლო სისტემა და განათლება არის პოლიტიზებული და ფაქტობრივად „ქართული ოცნება“ შეურაცხყოფას აყენებს ამ ხალხს, აიძულებს მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, ანუ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაში. რატომ ძალადობთ მასწავლებლებზე. ეთანხმებით თუ არა ჩვენს ინიციატივას, რომ ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, თუ საჯარო მოხელე არ შეიძლება იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)