კევინ სპეისი საქართველოში იმყოფებოდა

კევინ სპეისთან ერთად გადაღებული ფოტო “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, მსახიობმა საქართველო უკვე დატოვა.
9 ივლისს ამერიკელი მსახიობი სომხეთის დედაქალაქში, ს საერთაშორისო კინოფესტივალს დაესწრო. პარალელურად, შენობის გარეთ აქცია გამართა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციიამ, “კოალიცია – შეაჩერე ქალთა მიმართ ძალადობა”.
2023 წლის 26 ივლისს კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის ცხრავე საქმეში გაამართლა ბრიტანულმა სასამართლომ.
ჰოლივუდის ვარსკვლავს გამოძიება ედავებოდა 4 მამაკაცის მიმართ სექსუალური ძალადობის შვიდ და სექსუალური შევიწროების ორ შემთხვევას, რომლებიც 2004-2013 წლებში მოხდა. ამ დროს მსახიობი ლონდონში “Old Vic” თეატრს ხელმძღვანელობდა.
კევინ სპეისის სექსუალური შევიწროებისთვის დიდი ბრიტანეთის გარდა, სასამართლო დავა ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ნიუ-იორკის სასამართლომ ის 2022 წლის 21 ნოემბერს გაამართლა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება