დიდი პატივია მონაწილეობა ნატო-ს სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ჯო ბაიდენის სახელით იმართება, მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი

დიდი პატივია მონაწილეობა ნატო-ს სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ს სახელით იმართება, მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ვაშინგტონში -ის პრეზიდენტის სახელით გაიმართა.
საზეიმო მიღებაში მონაწილეობდნენ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები და ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნულ ღონისძიებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის სახელით იმართება. მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი“, – წერს ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი