სტამბოლში დღეს საღამოს მოსალოდნელი ძლიერი შტორმის გამო Turkish Airlines-მა სტამბოლის აეროპორტიდან 56 რეისი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ Turkish Airlines-ის პრესმდივანი იაჰია უსტუნის ავრცელებს.
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, უამინდობის გამო დარდანელის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერებულია.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ადგილობრივი დროით 15.15 საათიდან არასასურველი ამინდის გამო დარდანელის სრუტეში გემების მოძრაობა დროებით შეჩერებულია ორივე მიმართულებით.“