ბუნდესტაგის წევრი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო ევროკავშირში საქართველოსადმი ნდობის დაკარგვა მოხდა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო ევროკავშირში საქართველოსადმი ნდობის დაკარგვა მოხდა. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის დეპუტატმა და ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, კნუტ აბრაჰამმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარტნიორების მოკლევადიანი გამოწვევა ძალიან არჩევნებზე დაკვირვება, თუმცა გადაწყვეტილება, რა გზით გაგრძელდეს სვლა, იქნება და არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება.
“ამჟამად გერმანიის ბუნდესტაგში უდიდეს ოპოზიციურ ჯგუფს, ქრისტიან-დემოკრატებს, წარმოვადგენ. აქამდე ანგელა მერკელის მთავრობაში ვმუშაობდი, საქართველოზე ფოკუსით.
ჩვენს პერიოდში ევროკავშირის ძალიან კონკრეტული და უკიდურესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, და ეს იყო [საქართველოსთან] უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება. და ამ გადაწყვეტილების მისაღებად ვიბრძოდით, მიუხედავად იმისა, რომ მაგ პერიოდში ახლო აღმოსავლეთიდან მასობრივი მიგრაცია გვქონდა. ეს აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის გერმანია-საქართველოს ურთიერთობები. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ანბანის მხრივ მეზობლები ვართ, არამედ ისტორიულადაც, მახსენდება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ავღანეთში მისიის დროს, როდესაც ქართველები ჯარისკაცები მაზარ-ი-შარიფში ჩვენი გენერალური საკონსულოს გადასარჩენად მოვიდნენ. ასე რომ, ჩვენ ბედნიერები და ამაყები ვიყავით იმ გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის იყო ისტორიული გადაწყვეტილება, არამედ ევროპის სხვა ნაწილებისთვისაც. საქართველოს დედაქალაქში ამ კონფერენციაში ჩემი მისიაა ვნახო, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის გაგრძელება.
სამწუხაროდ, ამ პროცესში ნდობის დაკარგვა მოხდა იმ კანონპროექტის გამო [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი], რომელიც ვაგნერმა უკვე ახსენა. გვესმის რა დროს მოხდა ეს, იმ პოლიტიკური განვითარებების ფონზე, რომელიც შემდეგ თვეებში მოხდება, ასე რომ გვესმის, რომ საქართველო გამოვა ხმის მისაცემად არჩევნებზე. და ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპელი პარტნიორების მოკლევადიანი გამოწვევა ძალიან პროფესიონალური არჩევნებზე დაკვირვების ამოქმედებაა. თუმცა გადაწყვეტილება, თუ რა გზით გაგრძელდეს სვლა, იქნება და არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება”, – განაცხადა აბრაჰამმა.

ასევე დაგაინტერესებთ