“ძალიან ჰგავს ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს” – ზურაბ გურული

ის, რაც ალეკო ელისაშვილს დაემართა, ყველა განზომილებაში ტრაგედიაა; ისეთივე ტრაგედია, როგორიც თორნიკე რიჟვაძის “სუიციდის მცდელობა”. ძალიან ჰგავს ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს არამარტო შინაარსობრივი, არამედ ტექნიკური ასპექტებით, მაგრამ ამაზე საუბარს და რაიმეს მტკიცებას აზრი არა აქვს და რომ აზრი არა აქვს, ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა.
თუ ეს სასოწარკვეთილი ადამიანის და პოლიტიკოსის გულწრფელი პროტესტი იყო, ეს ტრაგედიაა. საზარელია ადამიანის ასეთ სასოწარკვეთამდე მიყვანა და იმიტომ. თუ იძულებითი პოლიტიკური და სოციალური “სუიციდი” იყო, ეს ხომ კიდევ უფრო საზარელია და ტრაგიკული.
ტირანიასთან ბრძოლის კანონიერ გზაზე საუბარიც ტრაგედიაა, რადგან ეს ელემენტარული ინტელექტისა და ღირსების უქონლობის ტრაგიკული მაგალითია. ტირანია თუა ქვეყანაში, კანონი როგორ იქნება?
ტრაგედიაა ადამიანების ისეთი დაშინება, რომ იძულებული არიან სისულელეები ილაპარაკონ.
ტრაგიკული დროებაა ტრაგიკულ ქვეყანაში …

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს