თბილისში, ვაზისუბანში ცემენტმზიდი სატვირთო მანქანა კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.