აგრესიული პირი ავტობუსში დანით მგზავრებს ემუქრებოდა | ინციდენტი თბილისში [VIDEO]

ინციდენტი თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში – რამდენიმე საათის წინ ავტობუსში ცივი იარაღით შეიარაღებული აგრესიული პირი მგზავრებს დაუპირისპირდა და დაჭრით დაემუქრა. მიზეზი კი მგზავრების მიერ მიცემული შენიშვნა იყო, რომ დანით შეიარაღებულ პირს ტრანსპორტში სიგარეტის მოწევა შეეწყვიტა.
ამის შემდეგ, დანით შეიარაღებული პირი იქ მყოფებს, მათ შორის, არასრულწლოვნებს ემუქრებოდა. საბოლოოდ აგრესიული მოქალაქ ავტობუსის გარეთ აღმოჩნდა. მგზავრები კი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.
არაფერს ამბობს, დაკავებულია თუ არა შეიარაღებული პირი.
როგორც თვითმხილველი ამბობს, გამოკითხვაზე შეიტყო, რომ პოლიციამ კარგად იცის ვინაა აღნიშნული პირი და სამართალდამცველები ამბობენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს – “პოლიციის უფროსი გეუბნება, რომ ეს კაცი არაა ფსიქიკურად ჯანმრთელი, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ და ჯერჯერობით ესეთი აგრესია არ გამოუხატავს. რას ნიშნავს, ცოტა გვანამუსებს, რომ ფსიქიურად არაჯანმრთელ ადამიანს რატომ ვუჩივით?” – ამბობს თვითმხილველი “მთავარ არხთან”.