გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, გორანა, ტოლაანთსოფელი, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ჯიღაურა, გალავანი, ბურიანი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში – ხატაეთის, შერმადინის, ჰუგო ჰუბერტის, პაატა ჯანიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.