რელიგიის სააგენტო ქართულ-ამერიკულ კონფერენციას მასპინძლობს

ბათუმში, სასტუმროში „რადისონ ბლუ” გაიხსნა მეორე ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად”.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი”.
კონფერენცია გახსნეს და მონაწილეეებს მიესალმნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის” პრეზიდენტი ბობ რობერთსი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე.
„პირველი მოხსენებით თემაზე „განათლება რადიკალიზმის წინააღმდეგ” კონფერენციის წინაშე წარსდგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის” პრეზიდენტმა ბობ რობერთსმა ისაუბრა თემაზე „ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მულტირწმენითი ურთიერთობის მშენებლობით”, რელიგიური ტოლერანტობის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, პრეზენტაცია წარადგინა „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის” ვიცე პრეზიდენტმა ჯეიმს ჩენიმ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების დარღვევებს შეეხო რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, ინტერ-კულტურული რელიგიური განათლების აუცილებლობა განიხილა თავის მოხსენებაში „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის” უფროსმა თანამშრომელმა დენის ჰოვერმა, რელიგიის როლზე მშვიდობისა და ერებს/ეთნოსებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბების საკითხში ისაუბრა კულტურული მრავალფეროვნების ჰარმონიული განვითარების ცენტრის დირექტორმა კობა ჩოფლიანმა.
კონფერენციის პირველი დღის მუშაობა შეაჯამა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.
მეორე ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია მუშაობას ხვალ დაასრულებს.
რელიგიის სააგენტოსა და ამერიკული „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის” ორგანიზებული პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „რელიგია და კანონის უზენაესობა” შარშან, თბილისში ჩატარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი