ვაზისუბანში კაცს ბეტონმზიდი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა ვაზისუბანში – პოლიციის შენობასთან შუახნის კაცს ბეტონმზიდი დაეჯახა. ქვეითი დაიღუპა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული. ადგილზე იმყოფება შეჯახებაში მონაწილე მანქანის მძღოლიც. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.