გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელშიც შედიოდა საბრძოლო მასალა, რადარები და უპილოტო საფრენი აპარატები.
გერმანიის დახმარების განახლებული სია გამოქვეყნებულია გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ იარაღის მიწოდება ხდება როგორც ბუნდესვერის მარაგებიდან, ასევე სამთავრობო იარაღის პროგრამით დაფინანსებული მიწოდების გზით.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავდა : საბრძოლო მასალას Leopard 1-ის საბრძოლო ტანკებისთვის, Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემას სათადარიგო ნაწილებით და რაკეტებით, ორ საჰაერო სათვალთვალო რადარს – TRML-4D-ს, 9 000 ვაზნას GEPARD-ისთვის, 155 მმ კალიბრის 55 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას და 40 მმ კალიბრის 58 000 ტყვიას, 30 სადაზვერვო დრონს, WISENT 1 ტიპის 4 ჯავშანტექნიკას სათადარიგო ნაწილებით და სხვა საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ