სააკაშვილი: ჩინელებმა ჩაანაცვლეს ქართველები, რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი პორტი ჩინელების ხელში

დღეს საქართველოში ადამიანი, როგორც ცენტრი არის დაკარგული, ანაკლიაში ლაზიკის პორტი ჩვენ გვქონდა გათვლილი იმისათვის, რომ მთელი სამეგრელო დაგვესახლებინა მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე, ამათ გადაწყვიტეს, რომ ჩინელები შემოიყვანონ და ჩინელებმა ჩაანაცვლონ ქართველები, რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი პორტი ჩინელების ხელში, გარდა საფრთხისა, უბედურებისა, სიღარიბისა.
ისევე როგორც ეკონომიკური ზონა რუსთავში, იმისათვის რომ 60 000 ადამიანი დაგვესაქმებინა, ახლა ყაზახებს გადასცეს მთლიანად, ესე იგი საქართველოში ქართველი ადამიანი არ არის დაცული… არ არის დაცული თავის ქვეყანაში, აღარ არის ბატონ-პატრონი თავის ქვეყნის, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ საქართველო ისევ საქართველოს მოქალაქეებს, ისევ ქართველებს.