გაერო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს გმობს

გაერო უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს გმობს.
„კვირა უკრაინაში დაიწყო რუსეთის შეიარაღებული ძალების სასიკვდილო დარტყმების მორიგი ტალღით“, – განაცხადა გაერო-ს კოორდინატორმა ჰუმანიტარულ საკითხებში, დენის ბრაუნმა.
მისი თქმით, არაკეთილსინდისიერია, რომ ამ ომში ბავშვები იღუპებიან და შავდებიან.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, საავადმყოფოებს განსაკუთრებული დაცვა აქვთ. მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნა დენის ბრაუნმა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ