ვარანი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი თავისუფალი აგენტის სტატუსით დიდი ალბათობით, სერია A-ში ახლადაღზევებულ “კომოში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის დამატება უამრავ ევროპულ კლუბს სურს, თუმცა “კომოს” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სესკ ფაბრეგასი მოთამაშეს პირადად ესაუბრება.
“კომოსთან” ერთად ვარანის დამატებით ყველაზე აქტიურად “რომა” ინტერესდება.