სააკაშვილი: ბანკების ზემოგებას ლაგამი უნდა ამოვდოთ

იმისთვის, რომ სოციალური უსამართლობა დავამთავროთ, ჩვენ ბანკების ზემოგებას ლაგამი უნდა ამოვდოთ. ბანკებმა მთელი საქართველო დააყადაღეს. ბანკების მოგება მინიმუმ 10-ჯერ არის შესამცირებელი – ეს გააიაფებს კრედიტებს და თავიდან აგვაცილებს ამ ტრაგიკულ, საბანკო დავალიანების გადაუხდელობას, რომელიც ადამიანებს ქუჩაში, ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე ტოვებს.