ნანა ლეჟავამ TV24 დატოვა

დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნანა ლეჟავამ TV24 დატოვა. ინფორმაცია ნეტგაზეთს მისმა თანაწამყვანმა, ჟურნალისტმა იმედა დარსალიამ დაუდასტურა.
დარსალიას ინფორმაციით, ლეჟავას გადაწყვეტილების მიზეზი არხის სარედაქციო პოლიტიკა არ არის. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავად დარსალია თავს იკავებს, ნანა ლეჟავა კი ნეტგაზეთის ზარებს ამ ეტაპზე არ პასუხობს.
ნეტგაზეთი ნანა ლეჟავას ბოლოს აპრილში, მაუწყებლობის დაწყებამდე ესაუბრა. ის ამბობდა, რომ ხელისუფლება ტელევიზიას მუშაობის შესაფერხებლად ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა. კერძოდ, აფერხებდა საბანკო ტრანზაქციებს, რის გამოც ვერ ახერხებდნენ საჭირო რესურსის მობილიზებას და მათ შორის, ხელფასების გადახდას თანამშრომლებისთვის.
TV24-მა მაუწყებლობა ერთი თვის წინ დაიწყო. ტელევიზია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, შოთა შალელაშვილის ცოლს, ირმა ფიჩხაძეს ეკუთვნის. შალელაშვილმა ჯერ კიდევ მაუწყებლობის დაწყებამდე ნეტგაზეთს უთხრა, რომ ის და მისი ცოლი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერეოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?