თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, დღეს, 20:00 საათზე გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებაც იქნება პრეზენტაცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, დღეს, 20:00 საათზე გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებაც იქნება პრეზენტაცია.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მთავარი მიზანია საერთო ფრონტის შექმნის ხელშეწყობა.
„გვაქვს პრეზენტაცია, რომელსაც ექნება ყრილობის კომპონენტი და გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის, გამარჯვებისთვის.
მთავარია ოპოზიციურ ფრონტზე მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება, რადგან ივანიშვილმა 26 ოქტომბრის აქცია რეფერენდუმად, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ.
მესმის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, თუ როგორ შევა მთავარი ოპოზიციური გაერთიანება იმ არჩევნებში, რომელიც ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია ევროპასა და რუსეთს შორის. გარკვეული სიახლე ბუნებრივია უნდა ახლდეს ღონისძიებას. შემიძლია გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება. რაც მთავარია, ჩვენი მიზანი არის საერთო ფრონტის შექმნას შევუწყოთ ხელი. ყველაფერს რამდენიმე საათში ნახავს საზოგადოება, 20:00 საათზე იქნება პრეზენტაცია, რომელსაც ყრილობის კომპონენტიც ექნება“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?