ქუთაისთან სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქუთაისის მონაკვეთზე, მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს მძღოლმა ავტომანქანის ძარის ჩახსნა შეძლო, რის შედეგადაც მხოლოდ მისაბმელი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე საპარტულო პოლიციის ეკიპაჟები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”