ევროკავშირში თვიური პენსია 13-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში – ISET Policy Institute

ევროკავშირში თვიური პენსია 13-ჯერ მეტია (დაახლოებით 4,000 ლარით), ვიდრე საქართველოში, – ამის შესახებ ISET Policy Institute წერს.
საქართველოში 2024 წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 50 ლარით გაიზარდა და 415 ლარი გახდა. მაღალმთიან დასახლებებში ამ პირთა პენსიის მოცულობა 500 ლარია;
70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზარდა და 315 ლარი გახდა, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 378 ლარი.
Mercer CFA Institute Global Pension Index-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, საუკეთესო საპენსიო სისტემად 2022 წელს ისლანდია დასახელდა. იქ თვიური პენსია 1 965 ევროა, რაც ლარებში 5930 ლარია. ამ მონაცემების მიხედვით, ისლანდიაში არსებული პენსია 14-ჯერ მეტია საქართველოში, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა, პენსიაზე და 17-ჯერ მეტია 70 წლამდე პირთა პენსიაზე.
ქვეყნების ხუთეული, რომელთაც საუკეთესო საპენსიო სისტემა ჰქონდათ 2022 წელს, ასეთია:
ისლანდია – 1 965 ევრო;
ნიდერლანდები – 1 270 ევრო;
ფინეთი – 1 845 ევრო;
– 980 ევრო;
ნორვეგია – 1 513 ევრო.
2023 წელს Mercer CFA Institute Global Pension Index-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, საუკეთესო საპენსიო სისტემად ნიდერლანდები დასახელდა. გასულ წელს ხუთეულში იყო ასევე – ისლანდია, დანია, და ფინეთი.

ასევე დაგაინტერესებთ