საფრანგეთის შს სამინისტროს მონაცემებით, არჩევნებში „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა ვერ მოიპოვა, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ კი მესამე ადგილზეა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ, “ახალმა სახალხო ფრონტმა” გაიმარჯვა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, “ახალმა სახალხო ფრონტმა” ეროვნულ ასამბლეაში 182 მანდატი მოიპოვა.
უწყების ცნობით, პრეზიდენტ ს კოალიცია „ერთად“ მეორე ადგილზე გავიდა 168 მანდატით. მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ კი მესამე ადგილზე, 143 მანდატით. ამაასთან, „რესპუბლიკელებმა“ 45 მანდატი მოიპოვეს, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა ერთად 39 მანდატი მიიღეს.
ამასთან, ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობის, 289 მანდატის მოპოვება ვერცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვერ შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!