თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს დაიწყო

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს დაიწყო. 2024-2025 სასწავლო წლისთვის რეგისტრაციის პორტალი 10:00 საათიდან გაიხსნა და 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც ორი წელი მაქსიმუმ 16 სექტემბერს უსრულდებათ.
ამ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ შემდეგი მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები:
– თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
– საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);
– მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილი (შვილები);
– მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;
– საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
– ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
– თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”