ფოთის სკოლებში სოციალური ინოვაციების სწავლება დაიწყო

“ეიპიემ ტერმინალს ფოთისა” და bp-ის ფინანსური მხარდაჭერით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) ფოთის მერიასთან თანამშრომლობით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. ინფორმაციას “ეიპიემ ტერმინალს ფოთი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის ,,სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” ფარგლებში ფოთის ათი საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე დაეუფლება სოციალური ინოვაციებისა და დიზაინის აზროვნებას, უკვე ჩამოყალიბებულ ჯგუფებში განიხილავენ და იმსჯელებენ საპროექტო იდეებზე და გამოწვევების მოგვარების გზებზე.
სასწავლო პროგრამაში მონაწილე ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა პროექტორი და ეკრანი, ხოლო სამი გამარჯვებული გუნდის სკოლას დამატებით გადაეცემა ციფრული ეკრანები. კონკურსში პირველ ადგილზე გასული იდეის განხორციელება დაფინანსდება 20,000 ლარის ოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო