რუსეთში, ვორონეჟის არეალებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა დრონებით თავდასხმის შემდეგ

7 ივლისს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ს ვორონეჟის რეგიონის არეალებში, უკრაინის საზღვართან ახლოს – მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ეჭვით უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია საბრძოლო მასალების საწყობში – აცხადებენ რეგიონის მესვეურები.
რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, უკრაინის დრონები რუსეთის საჰაერო სისტემებმა ჩამოაგდო და ხანძარი გამოიწვია ნამსხვრევებმა, რომლებიც ღამით დაეცა საწყობს პოდგორენსკის რაიონში. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის.
მოგვიანებით გუსევმა თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა დასახლებაში, სადაც ხანძრის კერაა – თუმცა ადგილი არ დაუკონკრეტებია. ცხადდება, რომ დაიკეტა არეალისკენ მიმავალი გზა და ხელისუფლებამ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია დროებითი განთავსების ცენტრებში.
7 ივლისს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ მისმა აგენტებმა წინა დღით იერიში მიიტანეს დონეცკში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დებალცევოში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზე, რომელშიც ტანკები და ტყვია-წამალი ინახებოდა. HUR-ი ასევე აცხადებდა, რომ კომუნიკაციის არხებზე ელექტრონული თავდასხმით განადგურდა სადგური ნოვოლუგანსკში, ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში. ამ განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად