ბუდუ ზივზივაძეს ინგლისის ჩემპიონშიფისა და თურქეთის სუპერლიგის კლუბები იწვევენ

საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს თურქეთის სუპერლიგისა და ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბები იწვევენ – ამის შესახებ საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა.
„ბუდუ ზივზივაძეს თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი დაუკავშირდნენ, კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს. ახლა თავად ბუდუმ უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა გერმანიიდან თურქეთში გადასვლა, ის ამ წინადადებაზე ფიქრობს.
ამას გარდა, ზივზივაძეს ასევე ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდშიც იწვევენ, მაგრამ სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კლუბების დასახელებას მოვერიდები“, – განაცხადა ლაშა ოდილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”