“ეგ იყო ხატი. ვაკურთხე და ჩამოვკიდე” – ორბეთის ტაძრის წინამძღვარი ამბობს, რომ რუსული სიმბოლიკა უკვე ჩამოხსნა

ორბეთის ეკლესიაში რუსული სიმბოლიკა ჩამოხსნეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა მხოლოდ მას შემდგე მიიღო, რაც ფაქტით მთავარი არხი დაინტერესდა.
ტაძრის წინამძღვარი ამტკიცებს, რომ ეს არა სიმბოლიკა, არამედ ხატი იყო, რომელიც აკურთხა და დაკიდა, ახლა კი ჩამოხსნა:
“დროშა არ იყო, ეგ იყო ხატი…ხალიჩაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ხატი. ეგ ხატი ვაკურთხე და ჩამოვკიდე. გინდოდათ, რომ ჩამომეხსნა? ჩამოხსნილი არის. ” ამბობს მამა გრიგოლი “მთავართან”.
ინფორმაცია ქართულ ეკლესიაში ოკუპანტი ქვეყნის ეროვნული სიმბოლიკის არსებობის შესახებ თავდაპირველად დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელის მეშვეობით გაავრცელა. სოფელ ორბეთის ტაძარში მისულ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს კი ტაძრის კედელზე განთავსებული რუსული გერბი და დროშა დახვდა. მეუფე ანანია “მთავართან” საუბრისას ამტკიცებდა რომ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს