ვორონეჟში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ფეთქებადსაშიში ობიექტების საწყობში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ვორონეჟის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ საწყობში, სადაც ფეთქებადსაშიში ობიექტები მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე გუსევი და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
გუბერნატორის თქმით, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მაგრამ ფრაგმენტები “ფეთქებადსაშიში ობიექტების” საწყობს დაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობა შესაძლო ევაკუაციის შესახებ გააფრთხილეს და ავტობუსები უკვე მომზადებული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს