ჩინეთის სამხედროები ბელარუსში ჩავიდნენ ანტიტერორისტული წვრთნებისთვის

6 ივლისს ბელარუსში ჩინეთის ჯარისკაცები ჩავიდნენ “ერთობლივი ანტიტერორისტული საწვრთნელი ვარჯიშებისთვის” – წერს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამით.
სამინისტროს განცხადებით, მანევრები გაიმართება 8-19 ივლისს.
ერთობლივი წვრთნა შექმნის “საფუძველს ბელარუსსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებისთვის, სამხედროების ერთობლივი წვრთნის სფეროში” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბელარუსი 4 ივლისს შეუერთდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას (SCO) – რეგიონულ ჯგუფს, რომელსაც პეკინი და მოსკოვი უჭერენ მხარს, როგორც დასავლეთის გავლენის ალტერნატივას.
ჩინეთი ბოლო წლებში ნაბიჯებს კავშირების გასამყარებლად აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის სახელმწიფოებთან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”