უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას წუხელ „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტითა და Shahed-131/136 ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაუშვეს.
უკრაინელებმა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმისა და პოლტავას ოლქებში 13-ვე დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება