პიკფორდმა პენალტების სერიაში “შპარგალკა” წარმატებით გამოიყენა

ევრო 2024-ის 1/4-ფინალში ინგლისმა შვეიცარიას პენალტების სერიაში 5:3 სძლია და როგორც გაირკვა, ბრიტანელთა მეკარე ჯორდან პიკფორდმა “შპარგალკა” გამოიყენა.
პიკფორდს წყლის ბოთლზე ეწერა, თუ მეტოქის რომელი ფეხბურთელი უფრო ხშირად რომელ კუთხეში ურტყამს ბურთს. კერძოდ, მითითებული იყო: “აკანჯი – გადახტი მარცხნივ”.
პიკფორდმა სწორედ მანუელ აკანჯის შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.