ნიდერლანდებმა მაგარ მატჩში თურქეთს თამაში შემოუტრიალა

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნიდერლანდებმა თურქეთი 2:1 დაამარცხა.
დებიუტში ნიდერლანდები უკეთ გამოიყურებოდნენ, შემდეგ თურქეთმა, რომელსაც ჩალჰანოღლუ დაუბრუნდა და დისკვალიფიცირებული დემირალი ვერ დაეხმარა, შეუტია და აკაიდინმა თავურით დააწინაურა. მას გადაცემა გიულერმა გაუკეთა. მონტელას გუნდი შესვენების შემდეგაც ფლობდა უპირატესობას, ჯერ საჯარიმოდან გიულერის „ხმელი ფოთოლი“ ძელს მოხვდა, მერე კი თავისი გუნდი მეკარე ვერბრიუგენმა გადაარჩინა. ნიდერლანდებმა იერიშებით უპასუხეს, გიუნოკის კარი დე ვრეიმ დალაშქრა, ხოლო გაკპოსთან ბრძოლაში ბურთი საკუთარ კარში მიულდურმა ჩაჭრა. ბოლოს თურქები შტურმზე გადავიდნენ, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და მარცხი განიცადეს.
10 ივლისს, ნახევარფინალში
ნიდერლანდები ინგლისს შეხვდება.
ნიდერლანდები – თურქეთი 2:1
გოლები: 0:1 აკაიდინი (35), 1:1 დე ვრეი (70), 2:1 მიულდური (76, საკ. კარში)