ოჯახის ინფორმაციით, თბილისში გლოვოს კურიერი შეკვეთის დატოვების შემდეგ დაჭრეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას კურიერის ოჯახის წევრები ავრცელებენ.
კურიერის ოჯახის წევრების ინფორმაციით, შემთხვევა 6 ივლისს, საღამოს საათებში მაშინ მოხდა, როცა კურიერმა მისამრთზე შეკვეთა დატოვა.
როგორც კურიერის დედაც აცხადებს, მის შვილის სამი ტყვი აქვს მოხვედრილი.
„შეკვეთა მიუტანია და სახლში გაბრუნდა. დამირეკა ბოლო შეკვეთა მაქვს და მოვდივარო. მერე ისევ დამირეკა, დედა დაჭრილი ვარ, ქვემოთ ჩამოდიო. ჩავედი ქვემოთ და რას ვხედავ – ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია…
4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან [ნუცუბიძიზე] ჯერ უცემიათ და მერე დაახალეს ტყვიები“, – ამბობს დაჭრილი კურიერის დედა „ფორმულასთან“.
დაჭრილი კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე გოგოხია, რომელიც მისი ნათესავია. მისი თქმით, კურიერი ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მას უთხრეს, რომ შესაბამისი სპეციალისტები არ ჰყავთ.
„კაცებმა და კაიფში მყოფებმა სცემეს და მერე დაახალეს ჯერი. დაფშვნილია ძვლები ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი“, – წერს სალომე გოგოხია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ